მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტში "დანკინ დონატსი" გაიხსნება

5aae31850d14c
მაია ბიწაძე
18.03.18 13:24
1429
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორ კვირაში ,,დანკინ დონატსის“ რესტორანი გაიხსნება, ამის შესახებ ,,TAV Georgia” - ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ, ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

,, ჩვენ ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას ტერმინალის შიგნითაც, იხსნება ახალი რესტორნები, ორ კვირაში ჩვენთან შემოდის ,,დანკინ დონატსი“, ასევე განახლება ხდება იმ რესტორნების, რომლებიც 10 წელია ფუნქციონირებს. 2005 წელს დავიწყეთ ჩვენ საქართველოში ოპერირება, 2007 წელს გავხსენით აეროპორტი და ბუნებრივია განახლებას საჭიროებს ეს ინფრასტრუქტურა. ვცდილობთ ყველა კომპონენტი - ტაქსი, მანქანის სადგომი, ბანკი, აფთიაქი, კლინიკა , რაც ფუნქციონირებს დღეს აეროპორტში , ყველა ეს სეგმენტი უნდა იყოს გამართული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მგზავრებს, ვინც თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან იფრენს“ - განაცახადა თეა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები