მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აფთიაქებში "ტამიფლუს" გაცემა - დღეს, რაიონებში კი, ხვალიდან დაიწყება

5c39f6ad97237
თელარა გელანტია
12.01.19 18:30
745
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, „აფთიაქების საშუალებით „ტამიფლუს“ გაცემა, თბილისის მასშტაბით, დღეს - 20-21 საათიდან ხვალ 12:00 საათიდან კი, რაიონებში დაიწყება.

ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

„ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით: პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა - აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები