„ანაგი ქოლაბმა” „თბილისის აკრებთან” კოლაბორაცია წარმატებით დაასრულა და თვითმყოფადი უბნის პროექტის მართვა „თბილისის აკრების“ გუნდს გადააბარა. ამის შესახებ „ანაგი ქოლაბი" სოციალურ ქსელში წერს.
კომპანიის თანახმად, ამიერიდან „თბილისის აკრები” პროექტს დამოუკიდებლად წარმართავს.
"პროექტი „თბილისის აკრები” 2024 წლის ბოლოს ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ. შევქმენით კონცეფცია, რომელიც ბაზარზე მანამდე არ არსებობდა - პირველი თვითმყოფადი უბანი. შევქმენით ბრენდი და ჩამოვაყალიბეთ მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომსახურების გუნდი. მისია, რომელიც ამ პროექტში ვიკისრეთ, შესრულებულია.
დღეიდან „ანაგი ქოლაბი” პროექტსა და მისი მომდევნო ბლოკების განვითარებაში აღარ მონაწილეობს. პროექტს დამოუკიდებლად „თბილისის აკრები” წარმართავს.
„თბილისის აკრებს” წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენ ახალი პროექტებით გავაგრძელებთ",- აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, "ანაგი ქოლაბი“ „ანაგის“ შვილობილი კომპანიაა და წარმოადგენს კოლაბორაციულ ბრენდს, სადაც ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. რაც შეეხება პროექტს, თბილისის აკრები ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე.

























