მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026

ქალაქის განვითარებაზე საუბრისას მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, როგორი უნდა იყოს ახალი თბილისი - არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოვექცეთ იმ სივრცეებსა და შენობებს, რომლებიც ქალაქს უკვე აქვს. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს წლევანდელ თბილისის არქიტექტურის ფორუმზე, რომელმაც სფეროს წარმომადგენლებს თბილისში საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. ფორუმი წელს მეორედ გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი და ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი კი კომპანია „სითიზენია“. რა იდეები გაჩნდა ფორუმზე და როგორ შეიძლება საერთაშორისო გამოცდილების თბილისის რეალობაზე მორგება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები