მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი ეყოლება

5af3069f6d3ae
ნინი ლონგურაშვილი
09.05.18 21:00
8438
თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი ეყოლება, - ამის შესახებ bm.ge-ს ზოოპარკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

„რთულია ამ ეტაპზე ვთქვათ, როდის გევქნება თბილისის ზოოპარკში ჟირაფის ნახვის საშუალება, რადგან მისი ტრანსპორტირება, ცხოველის ფიზიკური მასშტაბებიდან გამომდინარე რთულია. თუმცა მოლარაკებები უკვე გვაქვს დაწყებული ევროპის სხვადასხვა ზოოპარკებთან.“ - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

bm.ge-ს თან საუბრისას, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშიძემ ახალი ცხოველების ჩამოყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ახლა მუშაობენ, ჯიხვების, მარტორქების, ფოცხვერის, აფთრისებრი ძაღლების, უსურიის ვეფხვისა და სხვადასხვა სახეობის ფრინველების ჩამოყვანაზე.
„ამ ეტაპე თბილისის ახალ ზოოპარკში პირველ რიგში კავკასიის ექსპოზიციის გაკეთება იგეგმება. ამ დროისთვის ახალ ტერიტორიაზე, მგლები, დათვები, ნიამორები და ირმები არიან გადასულები, შემდეგ ეტაპზე უკვე ჯიხვების, ფოცხვერის და მტაცებელი ფრინველების გადაყვანა იგეგმება, მას შემდეგ რაც მათთვის შესაბამისი ვოლიერები მზად იქნება.“ - ამბობს მზია შარაშიძე.

ახალი ზოოპარკის გაშენება 40 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები