მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შესახებ საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმას მოერიდა.
„გავეცანი წარმოდგენილ მასალას, მაგრამ ამის მიუხედავად ახლა გამიჭირდება შეფასება. ჩამოყალიბებულია ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი, სამსახურების მიხედვით თემატურად და სექტორულად აფასებს წარმოდგენილ მასალას და საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილი გახდება ძალიან ცოტა ხანში“ – განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა.
„სითი ინტიტუტის“ მიერ მერიაში შეტანილი გენ.გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვის ვადა 28 მარტს იწურება.
რუსუდან მირზიკაშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მერია მოიწონებს, გენ.გეგმა დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.

























