მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბიუჯეტი 2025 - რაზე დაიხარჯება ₾2.5 მილიარდი?

თბილისის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ - საბოლოო წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი (სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების, გარდამავალი ნაშთის და სესხების ჩათვლით) 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს. დედაქალაქი წელს ცენტრალური მთავრობისგან ტრანსფერის სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო დონორების მხრიდან 100 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება. მერიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით - 535 მილიონს. საკრებულოს სხდომას, სადაც 2025 წლის თბილისის ბიუჯეტს განიხილავენ ჩემი კოლეგა გიგა ბენია ესწრება, რომელიც ადგილზე გაკეთებული განცხადებებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება. რაზე დახარჯავს თბილისის მერია ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას საარჩევნო წელს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები