თბილისის 10-ვე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 34,4 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მუშაობის 1 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ოპერაცია და მედიკამენტები 30 ათას ადამიანს დაუფინანსა.
,,სამწუხაროდ, ბევრია ისევ ისეთი ადამიანი, ვისაც უჭირს და თანადგომა სჭირდება, ამ მიმართულების დაფინანსებას გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში 27 მილიონითაა გაზრდილი ეს მიმართულება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გაფართოვდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, გლდანის რაიონში კი, გაიხსნა ეროვნული სკრინინ ცენტრის ახალი ლოკაცია.
კალაძის განცხადებითვე, ,,ტრანსპლანტაციის პროგრამას“ დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
,,დაახლოებით, 60 ათასამდე ჯდება ეს მძიმე ოპერაცია და დედაქალაქის მერია მზადაა, დაეხმაროს მოქალაქეებს“, - განაცხადა კალაძემ.

























