მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბიუჯეტის 35% ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება

5c04ea076e597
თამუნა დემეტრაშვილი
03.12.18 12:28
590
დედაქალაქის ბიუჯეტის 35%, დაახლოებით, 327 მილიონი ლარი ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ 1-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალურიტრანსფერებიც დაემატება და ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, ეკოლოგიის მიმართულებით - 88 მილიონი, ხოლო ქალაქის გამწვანებაზე მომავალ წელს 26 მილიონის დახარჯვაა გათვალისწინებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები