ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი დედაქალაქის მასშტაბით ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს.
როგორც bm.ge-ის „სპარკიდან“ აცნობეს, სექტორში მოქმედ მცირე და საშუალო ტიპის განთავსების ობიექტების პოპულარიზაციის, ევროკავშირის ბაზრიდან მეტი ტურისტის მოზიდვისა და ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით, თბილისის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მცირე და პატარა ზომის სასტუმროებს ყოველთვიურად 250 მაღალი ხარისხის საიმიჯო ფოტოს გადაუღებს.
“აღნიშნული ფოტოების შესაბამის პლატფორმებზე (www.booking.com ; www.Airbnb.com ; www.tripadvisor.com ) განთავსება უზრუნველყოფს ადილობრივი ბიზნესის სწორ წარმოჩენას. ყოველთვიური ანაზღააურებაა 2000 (გადასახადების გარეშე) ლარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი თემატური პორტფოლიო მეილზე: [email protected]”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























