მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება"

5d2200e89bac5
ელენე გოგბერაშვილი
07.07.19 19:00
7136
„თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება“-ამის შესახებ BM.GE-ს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა განუცხადა.

"საქართველოს რკინიგზამ" თბილისის ცენტრალური სადგურიდან რკინიგზის გადატანის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პროექტი შეარჩია. "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომერციულად გამართლებული და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ყველაზე მისაღები, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც -სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანაა.

გიორგი ზაზაშვილის განცხადებით, მოხდება თუ არა როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების ნაწილის გადატანა, მთავრობა გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.

„კვლევები დასრულებულია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღებს რკინიგზა მთავრობასთან ერთად გადაწყვეტილებას. ბუნებრივია თბილისის მერიასთან შეთანხებით მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება.

თავის დროზე შემოვლითი რკინიგზა იყო უფრო ურბანული, ვიდრე სარკინიგზო პროექტი და მას სარკინიგზო პირობების გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა ურბანული პროექტი.

ბუნებრივია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება შემდგომში მიღებული ამ პროექტთან დაკავშირებით უნდა იყოს მერიასთან შეთანხმებული. ალბათ წლის ბოლომდე ყველა შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული“-აცხადებს ზაზაშვილი.

შეგახსენებთ, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც -სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანას თბილისის მერიაში არ ემცრობიან და მიაჩნიათ, რომ რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურა ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები