დედაქალაქის გენერალური გეგმით ქალაქის ცენტრში არსებული ბაზრობებისთვის ადგილის შეცვლაა გათვალისწინებული. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ქალაქის ცენტრში არსებული ბაზრობების გადატანის ადგილად ლილოს ტერიტორიას განიხილავს. როგორც გენერალურ გეგმაშია აღნიშნული, ბაზრობების გადატანის შემთხვევაში ქალაქის ცენტრალურ უბნებში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის გარდა, მათ მომარაგების უპირატესობაც ექნებათ სატრანსპორტო ჰაბებთან სიახლოვის გამო.
"ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება შექმნან და განიმტკიცონ თავიანთი როლი და მნიშვნელობა რეგიონის მასშტაბით",- ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საცალო ვაჭრობის სექტორში შეიქმნა რეგიონული მნიშვნელობის ორი მთავარი ცენტრი - "ისთ ფოინთი" და "თბილისი მოლი". გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს ცენტრები უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს.

























