მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ცირკი იყიდება

59f43c146203b
BM.GE
28.10.17 12:13
5285
თბილისის ცირკი იყიდება. ისტორიული შენობის შეთავაზება საერთაშორისო აგენტ Colliers International Georgia-ს აქვს. განაცხადის მიხედვით, 1939 წელს აშენებული შენობა ნიკოლაი ნეპრინტსევის დიზაინითაა შექმნილი. შენობა მოიცავს 4,750 მ2-ს 4 სართულზე.
განაცხადში აღნიშნულია, რომ ობიექტზე, შესაძლოა, მოეწყოს სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაცია, მათ შორის ოფისები, სასტუმრო, გასართობი სივრცეები და საკონცერტო დარბაზი.

შენობის გასაყიდი ფასი მითითებული არ არის.

დღეს თბილისის ცირკი კერძო სამართლის იურიდიული პირია. ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ხელშეწყობით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები