მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთში ფრენები 8 მიმართულებით არ სრულდება

TAV Georgia

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, დღეისთვის თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები 8 მიმართულებით არ სრულდება.

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, რიგი მიმართულებებით, სადაც მარტში ფრენები გაუქმებული იყო, დღეს სიხშირეები აღდგენილია, რიგ შემთხვევაში ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით, ზოგი მიმართულებით კი საერთოდ არ სრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იორდანიაში, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში, ავიარეისები გაწერილი სიხშირეებით სრულდება. დუბაისა და ისრაელში ფრენები სრულდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. ირანში, ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარში, შარჟასა და აბუ-დაბიში კი ავიამიმოსვლა შეჩერებულია.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დუბაიში ფრენები შეზღუდული სიხშირით დღეში ერთხელ სრულდება, მაშინ როდესაც ნებართვა 4 ავიარეისზეა გაცემული. ისრაელსა და ირანში ფრენები არ სრულდება, ხოლო საუდის არაბეთის შემთხვევაში ავიამიმოსვლა მაისის ბოლომდეა გაუქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები