მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების შექმნით დაინტერესებული კომპანიების სია ცნობილია

5a7479d9a4584
BM.GE
02.02.18 18:41
2257
მთავრობის ადმინისტრაციაში, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

სულ განაცხადი წარადგინა ხუთმა კომპანიამ, რომელთა შორისაც საქართველოში რეგისტრირებულთა გარდა, არის კომპანიები ჩინეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და სხვ.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:

1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)
4. Medlog S.A. (შვეიცარია)
5. Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში განაცხადები შემდეგი კომპანიებისგანაა წარდგენილი:

1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)

კომისიის სხდომაზე განაცხადების გახსნის შემდეგ, ისინი დაილუქა, რომელთა გაცნობა და შეფასება თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხვილველი კომისიის წევრებს მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფისში შეეძლებათ.

განაცხადებში ტექნიკური ხარვეზებისა აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემა გონივრული ვადა გამოსასწორებლად.

პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ კომისია ე.წ. "მოკლე სიას“ შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).

გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულებაა 95,4 მლნ აშშ დოლარი, ქუთასისი ლოგისტიკური ცენტრისა კი - 72,6 მლნ აშშ დოლარი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევას, რომელიც ჩვენ 15 ნოემბერს გამოვაცხადეთ, მსხვილი საერთაშორისო კომპანიები გამოეხმაურნენ და საკუთარი წინადადებები გამოგზავნეს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას დაინტერესებულია ქვეყნის ორ უმსხვილეს ქალაქთან - თბილისსა და ქუთაისთან განვითარდეს ლოგისტიკური ცენტრები. ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ. ჩვენი ინტერესია ორივე ლოკაციაზე დაარსდეს და განვითარდეს თანამედროვე და მაღალი დონის ლოგისტიკური ცენტრი და შეასრულოს მომავალში ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია - თბილისის შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოსთვის, ქუთაისის შემთხვევაში კი - დასავლეთ საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები