თბილისის და ქუთაისის ლოჯისტიკურ ცენტრების განმახორციელებლად შესაძლოა ერთიდაიმავე კონსორციუმი შეირჩეს. ამ დროისთვის დაინტერესებული კომპანიები კვლევებს ატარებენ. გამარჯვებული ნოემბრის ბოლოს გამოვლინდება. ამის შესახებ დღეს „საქმის კურსის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა განცხადა.
„ქუთაისთან მიმართებაში 3 წინადადება იქნა წარდგენილი, ხოლო თბილისთან მიმართებაში - 5 წინადადება. ამჟამად თბილისთან მიმართებაში დარჩენილია, ჩინური და შვეიცარიული კომპანიები და ქართულ-ქუვეითური კონსორციუმი. ხოლო ქუთაისთან მიმართებაში ჩინური და ქართულ-ქუვეითური კონსორციუმი. ეს პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ კიდეც ამ კომპანიების წარმომადგენლები. სექტემბერში წინადადებებებს წარმოადგენენ, რომელსაც სამთავრობო კომისია განიხილავს, ხოლო ნოემბერში ცნობილი გახდება გადაწყვეტილება, ვინ განახორციელებს ამ პროექტებს.“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

























