“ეისითი” დაინტერესდა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა და სმენიათ თუ არა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ამ პრობლემას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს მიაჩნია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში გამწვანების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაცხოვრებლების თითქმის ნახევარს (44%) კი მიაჩნია, რომ გაუარესდა.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ “პარტიზანული მებაღეობას” საკმაოდ დიდი ცნობადობა აქვს თბილისში – 62%-ს სმენია მათ შესახებ. თუმცა მხოლოდ 4%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ერთ აქციაში მაინც. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) დადებითად აფასებს მათ საქმიანობას. ნეგატიურად კი მხოლოდ 9%.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.


























