მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ₾5.59 მლნ დაიხარჯება

630f5ca25769b
ნინო ტაბატაძე
31.08.22 21:07
1117
თბილისის ეროვნული პარკში ტურისტულ ინფრასტრუქტურას თურქული „ჰორასან თააჰჰუთ ვე ინშაათი“ მოაწყობს. კომპანიამ „მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გაიმარჯვა და მასთან 5,590,931 ლარის კონტრაქტი გაფორმდება.

პროექტი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

იგეგმება საგურამოში, ზედაზენის გზის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრის აშენება. პარკში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და აშენდება 3 კოტეჯი თავშესაფრებისთვის (დიდველის თავშესაფრის მოწყობა საგურამოს ქედზე, იალნოს თავშესაფარი და სათიბის მთის თავშესაფარი). პროექტით ასევე გათვალისწინებულია საპიკნიკე სივრცეების, საინფორმაციო დაფებისა და ძელსკამების მოწყობაც.

სამუშაოების ჩასატარებლად თურქულ კომპანიას კონტრაქტის გაფორმებიდან 18 თვე ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები