მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

5ba4df5d7ab8c
ლევან თაღიაშვილი
21.09.18 18:00
722

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო კონფერენცია - "რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში" გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიურმა კორპუსმა მიიღო.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპელემენტაციით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა შემდგომ საფეხურზე ინაცვლებს, სადაც რეგიონული განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი და საკვანძო პრიორიტეტია.

ევროკომისიის წევრი და რეგიონალური და ურბანული პოლიტიკის ხელმძღვანელი, მაიკლ რალფი აცხადებს, რომ ისინი მოხარულები არიან თბილისის განვითარებით, თუმცა სხვა რეგიონებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ არსებული პოტენციალი.

"საქართველოს აქვს პოტენციალი, რომელიც ასოცირდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურასთან, ინოვაციებთან, ტურიზმთან. ჩვენ განვიხილავთ სპეციფიურ პოტენციალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. განვითარების დონეებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის. თბილისის განვითარებით ძალიან მოხარულები ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა რეგიონებმაც მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი" - აღნიშნა მაიკლ რალფმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები