გლდანის მე-6 მიკრორაინში, 13 ათას კვ.მ. ფართზე ახალი სარეკრეაციო ზონა გაკეთდება. თბილისის მერის განცმადებით, პარკის მშენებლობაზე მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
ადგილზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ძაღლების სასეირნო სივრცე, ამფითეატრი, სავარჯიშო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები, ბავშვების სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა და განათება, მოეწყობა ასევე სარწყავი სისტემა და განხორციელდება ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
"რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება სხვასასხვა სახის ხე-მცენარეები. სამუშაობი ხვალ დაიწყება და 4 თვეში გლდანს ექნება ულამაზესი პარკი", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

























