თბილისის გასასვლელთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიგი უგულავა დააკავეს. ამის შესახებ "ტვ პირველი" იტყობინება.
ამჟამად ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. საპოლიციო ძალები მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. მობილიზებულია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. „თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მხოლოდ ნაწილის დაკავება შეძლეს.

























