მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის გენგეგმა ელიავას ბაზრობის ნაცვლად კვლავ საქალაქო პარკის მოწყობას მოიაზრებს

5b3dc092ae45a
დავით ჯალაღონია
05.07.18 10:51
1645
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული მასალები გამოაქვეყნა.

დოკუმენტი განახლებულ რუკებთან ერთად, შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამას მოიცავს.

როგორც მასალებიდან ირკვევა, გენგეგმის ავტორების აზრით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პარკის მშენებლობისთვის პოტენციური არეალია.

„უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ასევე, ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოისაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად“, - ნათქვამია გენგეგმის მასალებში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები