მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის გენგეგმა: ხილიანი-დოლიძის ტერიტორიაზე განაშენიანების ერთიანი ჩარჩო უნდა განისაზღვროს

5b3dcebfb9cf9
დავით ჯალაღონია
05.07.18 11:50
1943
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლბული მასალები სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარების ჩარჩო გეგმებს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ხილიანი-დოლიძისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე ხშირია არსებული საგზაო და ინფრასტრუქტურული ქსელებისთვის შეუსაბამო სიმჭიდროვეების ობიექტების გაჩენა.

„თავდაპირველად მოცემული ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა, როგორც მაშინდელი თბილისის საგარეუბნო ზონის ერთეული და ძირითადად ათვისებული იქნა დაბალ სართულიანი საკარმიდამო საცხოვრებელი ობიექტებით, ქალაქის შემდგომი ზრდის პროცესის შედეგად, დღესდღეობით, ტერიტორია დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ არეალად მოისაზრება, რამაც მის სტრუქტურაში ცვლილებები განაპირობა.

ხშირ შემთხვევაში, განხორციელებული ცვლილებები და ტერიტორიის თავდაპირველი ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა ერთმანეთის საწინააღმდეგოა, რაც შეუსაბამობების მიზეზი ხდება და იწვევს სივრცის დამახინჯებასა და გადატვირთვას“, - მოცემულია გენგეგმის მასალებში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანებების ერთიანი ჩარჩო პირობების განსაზღვრა, რომელიც ერთმანეთთან ორგანულად დააკავშირებს სხვადსხვა ტიპისა და პერიოდის განაშენიანებულ ერთეულებსა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ პარკს, გაიაზრებს ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო ქსელების აუცილებლობასა და საჭიროებებს და უზრუნველყოფს მწვანე სარეკრეაციო სივრცეების დაცულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები