მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის გენგეგმის შემუშავებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან

5a65a3ac22ebc
BM.GE
22.01.18 12:38
794
თბილისის გენგეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები ჩაერთვებიან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"გენერალური გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი და სწორი განვითარება. მოგეხსენებათ, დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ მოითხოვა 45-დღიანი ვადა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა.

ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს, ამიტომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში.

აქტიური კონსულტაციების შედეგად, მოხდა შეთანხმება თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, EBRD-მა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია "ბიურო ჰაპოლდმა", რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი, გამოთქვეს მზადყოფნა მათი ექსპერტები ჩართონ გენგეგმის დოკუმენტის საბოლოო შეფასებაში“,- განაცახადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისინი დაუკავშრდნენ ადგილობრივ ექსპერტებსაც და ისინიც ჩაერთვებიან პროცესში. თანამშრომლობისთვის მზად არიან მერიის შესაბამისი სამსახურებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები