მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის ირგვლივ ვერ ნახავთ ტერიტორიას, რომელიც გაყიდული არაა"

5abcfa1d76b16
დავით ჯალაღონია
29.03.18 18:36
1052
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, "თბილისის ირგვლივ ვერ ნახავთ ტერიტორიას, რომელიც გაყიდული არ არის". ამის შესახებ ბოლქვაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენგეგმის მასალების პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეებიც ესწრებიან, მათ შორის ირაკლი ხმალაძე, რომელმაც ქალაქმგეგმარებელს კითხვა დაუსვა, რა ხედვა აქვთ დოკუმენტის ავტორებს კერძო მესაკუთრეების უფლებებთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა ეს რთული ამოცანაა. ტერიტორიების ნაწილზე ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მოგიწევთ, ნაწილის - გამოსყიდვა. არის კიდევ ერთი გზა, როცა ტერიტორიების მესაკუთრეების მონაწილეობით ხდება ცალკეული განვითარებები", - განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ ქონებრივ საკითხებზე გენგეგმის ჯგუფი მერიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები