გუშინ ღამით თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გავლენიანი მუსიკალური გამოცემა Residentadvisor წერს. გამოცემის ცნობით, პოლიციის შეჭრა კლუბებში მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისში ბოლო 2 კვირაში 5 ადამიანი ნარკოტიკის გამო დაიღუპა. გამოცემა მიუთითებს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სწორედ კლუბ „ბასიანთან“ აკავშირებს.
"საქართველოში ნარკოპოლიტიკა ნულოვანად ტოლერანტულია",- წერს გამოცემა.
აქცე აღნიშნულია, რომ პოლიციის ქმედებები კლუბის სტუმრებმა გააპროტესტეს. მათივე ინფორმაციით, აქციის ათობით მონაწილე დაკავებულია „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

























