მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერი ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის ინიციატივით გამოდის

5ae0211e91157
მეგი კავთუაშვილი
25.04.18 10:28
3021
"ყველა რაიონში არსებობს ავტოფარეხები. მე მგონია, რომ ამ ავტოფარეხების ადგილზე შესაძლებელია საინტერესო პროექტის განხორციელება“ - ეს განცხადება თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გაააკეთა.

კახა კალაძემ გამგებლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა.

„თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. მსოფლიო გამოწვევაა ეკოლოგური მდგომარეობა და თბილისშიც მნიშვნელოვან პრობლემად დგას ეს. თუ მოვახერხებთ და ამ სიმახინჯების ნაცვლად, რომელიც მეტწილად უფუნქციოა და მთელ რიგ შემთხვევებში არაკანონიერიც, თუ მოვახერხებთ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას, ეს იქნება წარმატებული პროექტი“ - განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები