ხვალ თბილისის მერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს.
„ყველა იმ საინვესტიციო პროეტებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, რაც დედაქალაქს გააჩნია. მე მგონია, რომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, მაგრამ ბიზნესის ჩართულობა ჩვენს მიერ დაანონსებულ სასიცოცლოდ მნიშვნელოვან პროექტებში, არის უმნიშვნელოვანესი. მივაწვდით სრულ ინფორმაციას და მივცემთ ამ პროეტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის საშუალებას. ეს არის სამშენებლო, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქი და ა.შ“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

























