მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერი ჭავჭავაძის #5-ში მომხდართან დაკავშირებით: მზად ვარ ხარვეზები განვიხილო

5ca34741aa724
ლიკა გურაბანიძე
02.04.19 15:30
654
თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით, გუშინ გამართული აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ის საქმის განხილვისთვის და არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის მზად არის.

"ეს შესაძლოა, დედაქალაქის მერიის ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი, იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის ხარვეზი არსებობს, მზად ვარ განვიხილოთ და ეს ყველაფერი გამოსწორდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებეთ, ჭავჭავაძის #5-ში, სადაც 31 მარტს 2 მუშა გარდაიცვალა, გუშინ ღამე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 6 პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები