მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერი: იქ, სადაც პრობლემური არ იქნება მშენებლობა, გაცილებით მარტივად გაიცემა ნებართვები

58b00a5626449
BM.GE
24.02.17 14:25
1253
თბილისის მერი, დავით ნარმანია სხვადასხვა ბიზნეს სექტორის მხრიდან თბილისის მერიის მიერ სამშენებლო ნებართვების გაცემის გაჭიანურების შესახებ პრეტენზიებს პასუხობს. კერძო სექტორი ამბობს, რომ სამშენებელო ნებართვების გაცემა თვეები, ზოგჯერ კი წლებიც გვიანდება, რის გამოც პროექტების განხორციელება ფერხდება.

თბილისის მერი ბიზნესის შენიშვნებს არ იღებს და ნებართვების დროში გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით მოქლაქეთა და ბიზნესის მომსახურების ახალი ცენტრი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას გულისხმობს. ბზინესმენებს მოემსახურებიან ქონების და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები. როცა სადაო ტერიტორებზე მშენებლობის ნებართვებზე გვაქვს საქმე, იქ სწრაფად ნებართვები ვერ გაიცემა, ეს კარგად იცის ბიზნესმა. ჩვენ ვაკეთებთ ოქროს არჩევანს ერთის მხრივ საზოგადოების და მეორეს მხრივ ბიზნეს ინტერესებს შორის. სწორედ ასეთ შემთხვევებში ნებართვების გაცემას წინ უძღვის არაერთი კონსულტაცია და ადმინისტრაციული თანხმობა. იქ, სადაც პრობლემური არ იქნება მშენებლობა, გაცილებით მარტივად გაიცემა ნებართვები", - განუცხადა დავით ნარმანიამ "ბიზნესკონტრაქტს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები