მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერი საკრებულოში

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტი 1,7 მილიარდი ლარი იქნება, 131 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს. ამ თანხიდან 547 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 507 მილიონი კი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე დაიხარჯება. მომავალი წლიდან მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს იწყებს, რისთვისაც ბიუჯეტში 15 მილიონია გათვალისწინებული, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და სხვა არაერთი პროექტი. საკრებულოს სხდომაზე დღეს მთავარი მომხსენებელი დედაქალაქის მერი იყო. რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს ქალაქის ხელმძღვანელობასთან და რა გეგმები აქვს მერიას მომავალ წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები