მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღეს კონცერტით აღნიშნავს - რა დაჯდება?

სიბილ კოსე

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2025 წლის 30 აპრილს თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელზეც თბილისის "ბიგ ბენდს" რამდენიმე უცხოელი არტისტი ჩამოჰყავს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ჯეისონ ისააკსის (ვოკალისტი), სიბელ კოსის (ვოკალისტი)და ჟან ლუ ლონიონის (მესაყვირე) ჰონორარებზე 18,400 დოლარი დაიხარჯება.

"თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდის“ კოლაბორაცია“ გამართვისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2025 წლის 30 აპრილს სახის საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 18 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნოლი ბანკის მიერ ოფიციალორად დადგენილი კურსის შესაბამისად, ქალაქ, თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგბენდისთვის” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდანმ", - ნათქვამია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები