მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 60 თანამშრომელს ეძებს - როგორია ხელფასი და სამუშაო პირობები?

მერია

თბილისის მერია 60 ახალ თანამშრომელს ეძებს, რომელსაც უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმებს.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე სახელფასო სარგო 1 210 ლარია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი, 14 ივლისია. ერთადერთი სავალდებულო მოთხოვნა სრული განათლებაა.

თუმცა აუცილებელი მოთხოვნების გარდა, მუნიციპალიტეტს მითითებული აქვს სასურველი დამატებითი მოთხოვნები, რომელიც შემდეგია:

  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ზოგადი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

  1. გუნდური მუშაობა;
  2. კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტირება;
  3. კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
  4. ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
  5. დროის ეფექტიანი მართვა.

ფუნქციები:

  • ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებს და დავალებებს;
  • ახორციელებს მის მიერ დასაცავი ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვას დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ობიექტზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას;
  • იცავს ეთიკის ნორმებსა და ქცევის ზოგად წესებს;
  • ასრულებს სამსახურის დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მსურველებს, განაცხადის შევსება HR.gov.ge-ზე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები