თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივნის რეაბილიტაციას გეგმავს. თავდაპირველად საპროექტო დოკუმენტი და ხარჯთაღრიცხვა მომზადდება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
საპროექტო დოკუმენტის მომზადებაზე მუნიციპალიტეტს 120 ათას ლარამდე აქვს გათვალისწინებული, აღნიშნული სამუშაოს შესყიდვაზე კი ტენდერი უკვე გამოცხადდა.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება გზის 19 კილომეტრიან მონაკვეთზე სრული კვლევა ჩაატაროს, როგორც გრუნტის, ისე არსებული საფარისა და საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობის შესახებ და მოამზადოს რეაბილიტაციის სრული სქემა. მერიის მოთხოვნა გზის ორივე მხარეს ფეხითმოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა და მათი ადაპტირება შშმ პირებისათვის. წინადადებების მიღება დაინტერესებული კომპანიებისათვის 6 ივნისს დასრულდება.

























