მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ავტოპარკს ჰიბრიდული ავტომობილებით განაახლებს

5be046d3eb5ad
თამუნა დემეტრაშვილი
05.11.18 18:00
1283
თბილისის მერია 60 ერთეულ ჰიბრიდულ ავტომობილებს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ შეიძენს. კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო ფასი, 3 მილიონ 482 ათასი ლარი შესთავაზა შემსყიდველს, 51 ათასით ნაკლები საწყის ფასთან შედარებით. თუკი კომპანია შეფასების ეტაპს წარმატებით გადალახავს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება.

,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ვალდებული იქნება მერიას მანქანები ეტაპობრივად, 5 თვის განმავლობაში მიაწოდოს. როგორც bm.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტომანქანები მუნიციპალიტეტის ავტოპარკის განახლებისთვისაა საჭირო. "რამდენიმე ათეულმა მანქანამ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, ამიტომ ისინი ახალი მანქანებით ჩანაცვლდება“-განაცხადეს მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები