მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს ერთ კვირაში წარმოადგენს

56caaa5f1d2ac
BM.GE
22.02.16 10:26
1492
თბილისის მერია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს ერთ კვირაში წარმოადგენს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ შეცვლილი ფინანსური დოკუმენტი მერიის რამდენიმე უწყების გაუქმების და გაერთიანების პროცესსაც ასახავს.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ თებერვლის დასაწყისში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტა, ცვლილებები არ შეეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც წელს პრიორიტეტულად არის გამოცხადებული.

"ჩვენთან ამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მომზადება მიმდინარეობს. არის გარკვეული მიმართულებები, საიდანაც შეიძლება, ფინანსური რესურსების გამოთავისუფლება მოხდეს. ეს ადმინისტრაციულ ნაწილს და სუბსიდირების იმ მიმართულებებს ეხება, სადაც გარკვეული რეზერვები შეიძლება, არსებობდეს და არა - ინფრასტრუქტურას, სოციალურ მიმართულებებს, ეკოლოგიასა და განათლებას", - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები