მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია დიდთოვლობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის - კალაძე

თოვლი

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო დაწყებულია ზარალის დათვლის პროცესი. მისივე თქმით, მერია ეტაპობრივად ყველა დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მტკიცებით, სამსახურები ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდნენ, კალაძემ აღიარა, რომ ნალექმა ქალაქში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ოპერატიულად ეხმარებოდნენ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ პრობლემური საგზაო მონაკვეთის შესახებ. არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე. ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად, არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა მათი არცერთი გასაჭირი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი და ეტაპობრივად, ყველა დაზარალებულს მივხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დიდთოვლობის პერიოდში მუნიციპალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. კალაძე ამტკიცებს, რომ არცერთი მოქალაქის ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფი“, „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონული გამგეობები. ამ დროისთვის უამინდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა კვლავ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები