მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია გამწვანებაში 4 მილიონზე მეტს დახარჯავს

5b17b9bb536af
თამუნა დემეტრაშვილი
06.06.18 14:45
629
თბილისის მერია ქალაქის სხვადასხვა უბნებში გამწვანების სამუშაოებისთვის 4,6 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ხე-მცენარეებისა და დეკორატიული მცენარეების დარგვისა და მოვლა-პატრონობის სამუშაოების შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია 19 სახეობის 5900 ერთეული ბუჩქის შეძენა, ასევე 4 სახეობის 1260 ერთეული სუროსა და 12 სახეობის 2650 ხე-მცენარის შეძენა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მცენარეების დარგვა ნოემბრის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს, ამასთან მომავალი წლის ბოლომდე უზრუნველყოს მათი მოვლა-პატრონობაც. წინადადებების მიღება დაინტერესებული კომპანიებისთვის 18 ივნისს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები