მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ახალ პროგრამას იწყებს

BM.GE
25.01.23 20:00
334
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით ახალ პროგრამას იწყებს. თბილისის მერია ამბობს, რომ საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის, რადგან არსებული პრაქტიკა ისტორიულ უბნებში არსებული განაშენიანების სტანდარტების გამო ვერ მუშაობს. მერი აცხადებს, რომ პროცესებში საბიუჯეტო სახრები ვერ დაიხარჯება და ბიზნესის დაინტერესება უნდა მოხდეს. როგორ აპირებს მერია ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლებას და რა ვერსიები განიხილება მუნიციპალიტეტში ბიზნესის დასაინტერესებლად, ანუკა ჯოხაძე არკვევდა თემის დეტალებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები