თბილისის მერია მიმდინარე წლის ნოემბერში ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს გეგმავს. როგორც მერის პირველმა მოადგილემ "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის ტენდერების ჩატარების შემდეგ დარჩენილი თავისუფალი სახსრების გადანაწილებას შეეხება.
"გამოთავისუფლებული თანხები, როგორც აქამდე, ნოემბერშიც პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაიხარჯება. ესენია: სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი", - გამარტა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილება 2 აგვისტოს განხორციელდა, რომლის თანახმად, სხვადასხვა ტენდერებზე დაზოგილი 3 მილიონ 200 ათასი ლარი მერიამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებზე გადაანაწილა.

























