მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია: "ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება”

BM.GE
03.02.21 18:34
919
"ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება და ტყუილად ნუ ექნება კომპანიას ამის იმედი” - ეს განცხადება თბილსის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი კომპანიას 20 მილიონი ლარის ღირებულების ქონებას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღეს. ინფორმაციისთვის, ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.

სტუმარი: გიორგი ზაქაიძე სასტუმრო “ბუდაპეშტის” წარმომადგენელი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები