მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია სარკინიგზო გზის მონაკვეთზე ქვათაცვენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქვათაცვენა ლიანდაგი

თბილისის მერია ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე დღეს მომხდარ ქვათაცვენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ მონაკვეთზე ეს პირველი შემთხვევაა და აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მერიის მტკიცებით, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შესულა.

"ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.

ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული  ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქვათაცვენამ ლიანდაგის ჩახერგვა გამოიწვია, რის გამოც, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. კერძოდ, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები