მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია სატელევიზიო ანძის - იჯარით გაცემას, ხოლო რადიოქალაქის გასხვისებას განიხილავს

5c1cc9fd384d3
დათო ჯალაღონია
21.12.18 15:08
849
თბილისის მერია სატელევიზიო ანძის იჯარით გაცემას, ხოლო რადიოქალაქის გასხვისებას განიხილავს.

დედალქალქაის მერიის გათვლებით, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 10 მლნ დოლარია, რადიოქალაქის პროექტის კი - 20 მლნ დოლარი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ეკონომიკური საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრა ბასიალაიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ინვესტორებთან პროექტების ღირებულებაზე ვაჭრობა შესაძლებელია.

„სატელევიზიო ანძა სტრატეგიული ობიექტია, ამიტომ მისი იჯარით გადაცემას განვიხილავთ 25 წლის ვადით, თუმცა კერძო სექტორიდან გონივრულ შემოთავაზებებს თუ მივიღებთ, შეიძლება ამ ვადას გადავხედოთ. რადიოქალაქის ტერიტორია კი, პირობადადებული აუქციონის წესით გასხვისდება“, - განმარტა ბასიალაიამ.

სწორედ ამ ორ პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერია კერძო სექტორის დასაინტერსებლად ამ წუთებში პრეზენტაციას მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები