მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ვაკანსიებს აცხადებს - ხელფასი 1862-დან 3 325 ლარამდეა

თბილისის მერია

დედაქალაქის მერია ვაკანსიებს აცხადებს. კახა კალაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით პოზიციების მიხედვით სახელფასო სარგო 1862 ლარიდან 3325 ლარამდე იქნება.

"მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიებს. მათ, ვისაც აქვთ სურვილი გახდნენ მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862 ლარიდან 3325 ლარამდეა. ასე რომ იაქტიურეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებული", - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები ბიზნესში რუბრიკაში შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ინტერვიუებს, ანალიტიკას და ტენდენციებს წამყვანი ქართული და უცხოური კომპანიების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები