მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია: ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა

5b92341b4449c
BM.GE
07.09.18 12:16
896
თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები.

თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები