თბილისში კოსტავას 37-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაციის პროექტირებაზე 0.5 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების ღირებულება ნახევარი მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში ობიექტის რეაბილიტაცია 210 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ჭადრაკის სასახლე ვერის პარკში მდებარეობს, თბილისის მერია პარკის რეაბილიტაციასაც გეგმავს, რისთვისაც 29.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი არის გამოცხადებული.
ტენდერის თანახმად, კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 25-30 აგვისტოს პერიოდში უნდა წარადგინონ.