მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ საბავშო ბაღების საკვებით უზრუნველყოფაზე ტენდერები გამოაცხადა

5c07f3b81efc2
თამუნა დემეტრაშვილი
06.12.18 09:40
700
თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფაზე ტენდერები გამოაცხადა.

შესყიდვას უწყება ორ ლოტად განახორციელებს.

ერთის ღირებულება 28 მილიონი, მეორისა კი 10,4 მილიონი ლარია. ლოტებად დაყოფის პრინციპი ბაღების განლაგებაა.

პირველი ლოტის ფარგლებში შესყიდვა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული 145 საბავშვო ბაღისთვის მოხდება, მეორე ლოტის ფარგლებში კი - მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული 73 ბაღისთვის.

შესყიდვაზე წინადადებების მიღება 12 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფას, კომპანია ,,ნილი“ ახორციელენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები