თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი, რაც 2024 წლის მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 62 მილიონი ლარით მეტია, თუმცა გასულ წლის დაზუსტებულ პროექტს 241 ლარით ჩამორჩება. დღეს ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს. რა ძირითად პროექტებზე დაიხარჯება თბილისის ბიუჯეტი და რა შენიშვნები აქვს საკრებულოს ოპოზიციას პროექტის პირველად ვერსიასთან მიმართებით?