მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ სსიპებისა და ააიპების აუდიტი მომავალი წლისთვის გადადო

5bdaa51626ada
BM.GE
01.11.18 11:01
872
თბილისის მერიამ, მის დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპისა და ააიპის ფინანსური აუდიტის მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეწყვიტა. ამის მიზეზი საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის მიერ, დავების საბჭოში შეტანილი საჩივრები გახდა, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მუნიციპალიტეტს სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა დაევალა. თუმცა მერიაში მიიჩნიეს, რომ ,,გასაჩივრების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მომსახურების გაწევის ვადა“ და ტენდერის შეწყვეტა მიზანშეწონილად ჩათვალეს. სატენდერო კომისიის ოქმით ირკვევა, რომ შემდგომი ტენდერები არა ერთ, არამედ უკვე ორ-2017-2018 ფინანსურ წლებზე გამოცხადდება, მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან.

შეგასენებთ, რომ ფედერაცია სატენდერო დოკუმენტაციის იმ ჩანაწერზე დაობდა, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული კომპანია ვალდებული იყო ,,აღმოეფხვრა გამოვლენილი დარღვევები და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა ისინი“. ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობებით, სსიპებსა და ააიპებში შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი, აუდიტორული კომპანია ხდება. მეტიც, აუდიტორს კანონით და ეთიკის კოდექსით ეკრძალება ,,აღმოფხვრას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“ გამოვლენილი ხარვეზები, ასეთ ტენდერში მონაწილეობით კი მერია კომპანიებს კანონდარღვევისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები