მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, ახალი სსიპ-ი შეიქმნება

5cf533226bae1
ელენე გოგბერაშვილი
03.06.19 20:30
1954
თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, ახალი სატრანსპორტო სააგენტო შეიქმნება.

ამის შესახებ bm.ge-ისთან „სისტრას“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ასმათ აბესაძე აცხადებს.

ფრანგული კომპანია „სისტრას“ ქართული წარმომადგენლობა სატრანსპორტო სქემის კვლევას ატარებს, რომლის პირველი ეტაპის შედეგებს თბილისის მერიას ივნისში წარუდგენს, საბოლოო კვლევა კი, ოქტომბერში დასრულდება.

კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში შეთანხმდა როგორც ახალი სამარშრუტო სქემა, ისე ავტობუსების მარშრუტები, შეთანხმდა მოძრავი შემადგენლობა, შესყიდვების გეგმა და იმპლემენტაციის სქემა.

კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში საუბარია ახალი სატრანსპორტო სააგენტოს შექმნაზე, რომელიც „სისტრას“ ხელმძღვანლის ასმათ აბესაძის თქმით, იქნება თბილისის მერიის სსიპ-ი, თუმცა რა ფუნქციები ექნება აღნიშნულ სააგენტოს ამაზე მსჯელობა უკვე სამუშაოების მეორე ეტაპზე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები